
TOP DRILLING
ჰორიზონტალური მართვადი ბურღვა
ტექნოლოგია
წყალი, ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია თუ ინტერნეტის კაბელი — ნებისმიერი სასიცოცხლო კომუნიკაციის მიწისქვეშა გაყვანა შესაძლებელია ჰორიზონტალური მართვადი ბურღვის ტექნოლოგიით.
პრინციპი ასეთია: თავდაპირველად ხორციელდება ბურღვა, რის შემდეგაც ნაბურღში პოლიეთილენის მილის გატარება ხდება.
ჩვენს აღჭურვილობაშია საშუალო კლასის საბურღი დანადგარი Vermeer D18x22. ის გამოირჩევა კომპაქტური გაბარიტებით, რაც მნიშვნელოვან უპირატესობას გვაძლევს ურბანულ გარემოში მუშაობისას. მისი სიგანე მხოლოდ 1,3 მეტრს, ხოლო სიგრძე 5,2 მეტრს შეადგენს. ამასთან, 9 ტონამდე უკუგამოქაჩვის ძალა საშუალებას გვაძლევს შევასრულოთ 100+ მეტრის სიგრძის უწყვეტი ბურღვები, ხოლო მილის მაქსიმალური დიამეტრი შეადგენს 160 მმ-ს.
არსებობს სამი აუცილებელი პირობა სამუშაოების შესასრულებლად:
საკმარისი ადგილი დანადგარის განსათავსებლად
არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციების ცოდნა
საბურღი გრუნტის შესაბამისობა
ჩვენი მომსახურება
მიწისქვეშა ბურღვა და ნაბურღში პოლიეთილენის მილის გატარება
მომსახურების ღირებულება თითოეული პროექტისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება. ჰორიზონტალური მართვადი ბურღვის სამუშაოების ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ძირითად ფაქტორზე, მათ შორის ჩასადები მილის დიამეტრზე, სიგრძეზე, დამატებითი სამუშაოების მოცულობასა და ობიექტის ადგილმდებარეობაზე.
პოლიეთილენის მილების შედუღება
მიწისქვეშა კომუნიკაციების მოკვლევა
კონსულტაცია დაპროექტების სტადიაზე
ჩვენს შესახებ
„Top Drilling“ დაფუძნდა თბილისში 2025 წელს და წარმოადგენს ჰორიზონტალური მართვადი ბურღვის (HDD) საინჟინრო კომპანიას.
კომპანია შექმნილია დარგში 15-წლიანი უწყვეტი სტაჟის მქონე პროფესიონალების მიერ, რომლებმაც მრავალწლიანი სამუშაო პროცესის განმავლობაში დააგროვეს ღრმა ტექნიკური ცოდნა, მაღალი სიზუსტის შესრულების კულტურა და რთული საინჟინრო ამოცანების გადაწყვეტის უნარი.
ზუსტად აქედან მოდის სახელწოდებაც. „Top Drilling“ - ასახავს კომპანიის საბაზისო მოცემულობას და ბურღვის სფეროში უმაღლეს კომპეტენციაზე მიანიშნებს.
კონტაქტი
შპს "ტოპ დრილინგ";
ს/კ 402350219;
ა/ნ GE60BG0000000609895766